CORRECT LYRICS

Lyrics : Angelozebi

ანგელოზი ტელევიზორში
დღეს ლაპარაკობდა ჩვენზე
ჩვენ შევუშვირეთ ჩვენი უსინათლო თვალები
და ყველა მის სიტყვას ვენდეთ

ჩვენ უსასყიდლოდ მივეცით ფული
და უანგაროდ ვაჩუქეთ სული
ჩვენ ველოდებით როდის ის მოვა ისევ
სანამ ჩვენი სხეულები ლპობას იწყებს

ანგელოზები ტელევიზორში
ყველაფერს გაიგებენ
ანგელოზები ტელევიზორში
არასდროს გვატყუებენ

ანგელოზი კამერების წინ
თავის ტრიბუნასთან აყავთ
მისი სახე იღიმის
და არც ფული მისი არ ყარს

და დაღლილი სახეები
დგანან ელოდებიან
ცვლილებებს და უკვე დგანან
მთელი მათი ცხოვრება

ანგელოზები ტელევიზორში
ყველაფერს გაიგებენ
ანგელოზები ტელევიზორში
არასდროს გვატყუებენ
მე და შენ მთელი ცხოვრება ვკვდებით
და რაც მახსოვს სხეულები გვეხრწნება
უსინათლო თვალებს არ ვახელდით
ჩვენ ისედაც ბრმად იმის გვჯეროდა რომ

ანგელოზები ტელევიზორში
ყველაფერს გაიგებენ
ანგელოზები ტელევიზორში
არასდროს გვატყუებენ