CORRECT LYRICS

Lyrics : სიზმარში / Sizmarshi

სულ გადამავიწყდა, როგორია მზე
სიზმარში შენი ხმა უფრო ლამაზად ჟღერს

არაფერი არ გამოგივა
რინდი მეფე ციდან ჩამოვიდა
ვერავინ ვერ მოგთხოვს, თუ გაგიტყდა
მარკეტებში შუქი არ მოვიდა

აღარ მოდის მზე
არ ამოდის მზე
დამტოვე მთვარის ამარა
ვეღარ მომისწრო მზემ

უბნის სამურაი ანგრევს ძველ შენობებს
როგორი ადვილია დაეთანხმო სხვებს

ჩვენ ჩვენს ოთახებში მზის სხივს არ ვუშვებთ
აღარ მოდის მზე
არ ამოდის მზე
დამტოვე მთვარის ამარა
ვეღარ მომისწრო მზემ

ვერა და ვერ ამოვიდა
რინდი მეფე ცაზე ამობრწყინდა
ვარსკვლავებს ნუ დათვლი აღარ გინდა
ამანათები მთვარიდან ცვივა x2