CORRIGER LES PAROLES

Paroles : Talisman

ბეტონის ბზარში ყაყაჩო ყვავის
მედგრად ეგებება ნაბიჯებს ხალხის
აღმოსავლეთიდან დაჰბერავს სიო
ვერას გიშველის ავგაროზიო

მეც თუ გავიდგი ფესვი
და შენც თუ დამხვდი თმენით
ერთი ახედვაც მეყოფა
მერე ჩამძიროს ბეტონმა

მოედინება ღელვით
ალისფერ მელნით
მამისმენ, ბოშო
ბევრი არ როშო

თინა, თინა
როგორ მინდა
მიფეშქაშო
ქინაქინა