CORRIGER LES PAROLES

Paroles : Hoopa

ამოვა მზე ისევ გაგვანათებს
რამე თუ იქნა, მეც გამანდე
ამოვა მზე ისევ გაგვანათებს
ზოგს ანათლებს და ზოგს უმართლებს

ქართულს, სპარსულს
ზღაპარს, იგავს
ვერ ვიშორებ
ვეღარ ვიტან

ხვალ რომ გავიღვიძებ, ეს ფიქრები თუ დარჩება
მჟავაში ამოსვრილს ერთხელ თუ გამახსენდა
მესიზმრე ასჯერ და ასმეერთე აღარ დგება
მიყვები იგავებს, არცერთი არ მთავრდება

ქართულს, სპარსულს
ზღაპარს, იგავს
ვერ ვიშორებ
ვეღარც ვიტან

ჩემს გონებაში უფლისწული ყოველთვის კვდება
და მეფე შეშლილი დარდით კვლავ ჯალათი ხდება
ერთი დასასრული მეორეს საწყისად დგება
მზის ქვეშ ხომ არასდროს არაფერი მთავრდება

ქართულს, სპარსულს
ზღაპარს, იგავს
ვერ ვიშორებ
ვეღარც ვიტან